"კვარაშოუ" – "ვინ არის "ნაპოლის" ახალი "ჯოკერი" –  იტალიური გამოცემა ხვიჩაზე

"კვარაშოუ" – "ვინ არის "ნაპოლის" ახალი "ჯოკერი" – იტალიური გამოცემა ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელია სერია A- ში შესანიშნავად ასპარეზობას განაგრძობს.
მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენებურმა "მონცას" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და
ეფექტური გოლებით "ნაპოლის" მორიგი მატჩი მოაგებინა.
იტალიური გამოცემა Corrieredellumbria.it ქართველის შესახებ ვრცელ სტატიას
აქვეყნებს და "კვარას" "ნაპოლის" ახალ ჯოკერს უწოდებს.
"ახალგაზრდა გარემარბმა ხმაურიანად დაიწყო, 3 გოლი და საგოლე გადაცემა
მხოლოდ 2 მატჩში, სპალეტიმ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, სადაც უამრავი ნიჭიერი
ფეხბურთელი თამაშობს.
მაგრამ ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია? "კვარა" საქართველოში დაიბადა, მარცხენა
გარემარბი, რომელიც ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს, ძალიან სწრაფი და
დრიბლინგის ოსტატი, ორი წლის
განმავლობაში 2001 წელს დაბადებულ მოთამაშეთა საუკეთესო 50-ეულში
შედიოდა, ხვიჩა თბილისის "დინამომ" აღზარდა, მას შემდეგ იყო "რუსთავი",
"ლოკომიტივი", "რუბინი" და ბათუმის "დინამო". ეროვნულ ნაკრებში 17 შეხვედრა
აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლია. "ნაპოლიმ" მასში
გადახდილი 10 მილიონით სერია A-ს ახალი ვარსკვლავი შეიძინა.
საქმისადმი მისი მიდგომა გასაოცარია, კვარაცხელიას ერთ-ერთ ინტერვიუში
მეგობარი გოგონას შესახებ ჰკითხეს, მასთან ერთად იცხოვრებდა თუ არა იტალიაში,
"ჯერ-ჯერობით ჩემთან არ ჩამოვა, მან უნდა ისწავლოს და ამის დრო არ აქვს, მე
მჭირდება სიმშვიდე და კონცენტრაცია ფეხბურთზე". აშკარაა, რომ კვარაცხელიას
დიდი მიზნები აქვს – წერს გამოცემა ხვიჩას შესახებ

მსგავსი სიახლეები

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში მშენებლობა გაძვირდა. კერძოდ, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თებერვალთან შედარებით 1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან…
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი დღეს, 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის…
აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…